„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, ჩიტაურები, ვეშაგურნი, გვრიტო, ხანდო, წითლიანი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს გუდაურში, ქუმლისციხეში, ზემო მლეთაში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში - მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ძველი ქანდა, ბურიანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.