„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 იანვარს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ბაზალეთის ტბა, ჩანადირთკარი, რადიოსადგური, გრიგოლაანთსოფელი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - აბანოსხევი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებშიც, ხოლო 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - თხინვალა, ზემო და ქვემო ლისი და მიმდებარე სოფლებში.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.