საბურთალოზე ერთი ადამიანი დაჭრეს

პოლიციის ლენტი

თბილისში, საბურთალოს რაიონში ერთი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს.

შემთხვევა ფანასკერტელის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. 

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.