კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1734166920
ლოს ანჯელესის ოლქში ოთხ ადგილას გაჩენილი ხანძრის გამო 200 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უცხოური მედიის ცნობით, ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე ზოგან საათში 110 კილომეტრს აჭარბებს. ხანძრის ჩასაქრობად 1 400-ზე მეტი მეხანძრე გაგზავნეს.
ხანძარი სწრაფად ვრცელდება ქვეყნის ყველაზე დასახლებულ ოლქში, რაც იწვევს სახლების ნგრევას.
ხანძრის გამო შტატის ხელმძღვანელობამ ლოს-ანჯელესის ოლქის ათასობით მცხოვრების ევაკუაცია განახორციელა.
სანტა მონიკას მთებსა და წყნარ ოკეანეს შორის მდებარე პალისადეში ხანძარი 7 იანვარს გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ქალაქში 10 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია მოიცვა. ქალაქ მალიბუს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ყველა მცხოვრები უნდა მოემზადოს სწრაფად ევაკუაციისთვის, რადგან ხანძარი სანაპირო ზონაში გავრცელდა.
ითონში ხანძარი ასევე 7 იანავრს გაჩნდა და უკვე 8 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა. ითონში სავალდებულო ევაკუაციას 52 000 ადამიანი დაექვემდებარა. ხანძარი გაჩნდა ჰარსთშიც. ამერიკული მედია წერს, რომ მეოთხე ადგილი, სადაც ხანძარია, კალიფორნიის რივერსაიდის ოლქია.