„ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცემა...“ - დეკემბრის თვის ამინდის პროგნოზი
1733380920
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა სოფელ გლდანს, ავჭალას, ასევე დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებს შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 დეკემბერს 09:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: კაიშაურები, ქუმლისციხე, სეთურნი, ხადა და მიმდებარე სოფლებში; 09:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფელ სიონში; 10:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში და ავჭალაში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძეგვი, არმაზი, ნიჩბისი, შიომღვიმის ტერიტორია და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.