ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი აცხადებენ, რომ ისინი გაზრდიან უკრაინის დახმარებას.
ამის შესახებ აღნიშნულია მინისტრების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში, რომელიც ბერლინში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.
მინისტრებმა განცხადებაში აღნიშნეს, რომ უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისა და ევროპისთვის ხანგრძლივი უსაფრთხოების მიზნები განუყოფელია, ამიტომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე, კერძოდ, NATO-ში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მინისტრები ასევე დაჰპირდნენ უკრაინას, რომ გააძლიერებენ სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას, მათ შორის დამატებითი ევროპული ფინანსების მობილიზებით.