„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვა სოფელ დიღომს, მცხეთისა და დუშეთის რაიონის სოფლებს შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს 12:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - მსხალდიდი, ქვემო ლისი, ვარდის წყარო და მიმდებარე სოფლებში;
13:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში;
16:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, ბოდორნა და მიმდებარე სოფლებში;
16:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ცამეტი ასურელი მამის, ტოიოტას ცენტრის და მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.