1733169705
„ჩემოდანში ბომბი იყო, თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა...“ - როგორ გადაურჩა ერთადერთი მგზავრი კატასტროფას, რომელიც ბორტზე გაიჭედა
ეს დაუჯერებელი ისტორია 23 წლის ბორტგამცილებელს გადახდა თავს, რომელიც ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩა.
1972 წლის 26 იანვარს ვესნა ვულოვიჩი ჩაჯდა JAT Yugoslav Airlines-ის რეისში, რომელიც მიდიოდა დანიიდან სერბეთისკენ.
იმ დროს ვესნა მხოლოდ 23 წლის იყო და ბორტგამცილებლად მუშაობდა. უცნაური ფაქტი ის არის, რომ გოგონა ამ კონკრეტულ რეისზე არც უნდა ყოფილიყო, რადგან იგი სხვა თანამშრომელში აერიათ.
აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ, თვითმფრინავი აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ბევრი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. ამასობაში ვესნა საკვების ურიკაში გაიჭედა და ასე იყო იქამდე, სანამ თვითმფრინავი საბოლოოდ ჩამოვარდებოდა.
თვითმფრინავი დაეშვა ტყიან ადგილას, სადაც სქელი თოვლი იყო, რამაც ვესნას სიცოცხლე გადაარჩინა. მას მომხდარიდან არაფერი ახსოვს.
ვესნამ მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორის თავის ქალის მოტეხილობა, მოტეხილი ჰქონდა ასევე ხერხემალი და ფეხები, რამდენიმე ნეკნი და მენჯი, მაგრამ ის სასწაულებრივად გადარჩა.
ბორტგამცილებელი თვითმფრინავის ნამსხვრევებში ყვირილისას იპოვა მეორე მსოფლიო ომის ყოფილმა მედიკოსმა, რომელმაც შეძლო პირველადი დახმარების გაწევა გოგონასთვის.
ვესნა რამდენიმე დღით კომაში ჩავარდა. გამოფხიზლების შემდეგ კი დაახლოებით 1 თვე ამნეზია ჰქონდა.
Green Light-თან საუბრისას მან თქვა: ”პირველი რაც მახსოვს, ჩემი მშობლების ნახვაა საავადმყოფოში. მათ ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი, რატომ იყვნენ ჩემთან სლოვენიაში. მე მეგონა, რომ სლოვენიაში ვიყავი, რადგან კოპენჰაგენში წასვლამდე ლუბლიანაში ვიყავი“.
ვესნა წელს ქვემოთ დროებით პარალიზებული იყო, მაგრამ 10 თვის შემდეგ კვლავ შეძლო სიარული.
რაც შეეხება ავიაკატასტროფის მიზეზს, ვარაუდობენ, რომ ჩემოდანში ბომბი აფეთქდა ბარგის განყოფილებაში. ტრაგედიასთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ, თუმცა თავდასხმის უკან ხორვატიული ტერორისტული ჯგუფი იყო ეჭვმიტანილი.
ვესნა 28 მგზავრიდან და ეკიპაჟის წევრიდან ერთადერთი იყო, ვინც ავარიას გადაურჩა. იმის გამო, რომ იგი 9.656064 კილომეტრიდან დაეშვა და გადარჩა, ვესნა გახდა გინესის რეკორდსმენი პარაშუტის გარეშე უდიდესი ვარდნის გამო.
ვესნა ვულოვიჩი გარდაიცვალა 2016 წელს, 66 წლის ასაკში.