„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ოქტომბერს 03:00-იდან 03:15 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში: მუხათწყარო, ლისი, თხინვალა, მსხალდიდი, ნაფეტვრები, აგარაკი, ხოლო 10:00-იდან 18:30 საათამდე - მომხმარებლებს სოფლებში თხინვალა, ლისი.

11:00-იდან 14:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წეროვანი, ნატახტარი, ჩარდახი, გოროვანი, ზემო წეროვანი, მისაქციელი, მუხრანი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში.

11:00-იდან 17:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში, სოფლებში: ჭართალი, წითლიანა, ლუთხუბი, მენესო, ცხვედიეთი, კიტოხი, უკანა მხარი, წიფორი, ჩოხი და მიმდებარე სოფლებში.

11:30-იდან 18:00 საათამდე ელექტრო ენერგია გაითიშება თიანეთის რაიონის სოფლებში: ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, წყაროთუბანი, წყაროთუბნისთავი, ხევსურთსოფელი, ბოჭორმა, საყდრიონი.

12:00-იდან 12:05 საათამდე და 12:55-იდან 13:00 საათამდე დენი დროებით შეუწყდებათ აბონენტებს გლდანში, ავჭალის მასივში, მამკოდაში, ლელუბანში, მშრალხევში, ავჭალა 2-ის დასახლებაში.

16:00-იდან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ ზაჰესში, თავისუფლების, ავჭალის, ყაზბეგის, ჭიჭინაძის ქუჩებზე.

ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.”, - ნათქვამია ინფორმაციაში.