დასუფთავების ექსპერტი გვასწავლის როგორ მოვაშოროთ ობი სამუდამოდ სახლის კედლებს
1760719282
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა.
შემთხვევა სოფელ მედანში მოხდა. დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება დაჭრაში ეჭვმიტანილს, გავრცელებული ინფორმაციით, ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.