VIDEO: ირაკლი მაქაცარიას ემოციები, როდესაც მეორე შვილის სქესი გაიგო – კადრები ცერემონიიდან
1730314781
ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში, მასშტაბური წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა.
სტიქიური მოვლენების გამო, ქვეყნის რვა რეგიონში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქარიშხალ „დანას“ გამო მოქალაქეებს უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ჩვენს ქვეყანას ამ საუკუნის ყველაზე მძიმე ქარიშხალი დაატყდა თავს. ათობით მუნიციპალიტეტი დაიტბორა, გზები და მაგისტრალები გადაიკეტა, სტიქიამ გაანადგურა ხიდები. ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ეს მოვლენა დასრულდა. ვთხოვ კონკრეტულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, დაიცვან უკიდურესი სიფრთხილე და უსაფრთხოების ყველა ზომა, მუდმივად მიაქციონ ყურადღება საგანგებო სამსახურებისა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების რეკომენდაციებს“, – განაცხადა სანჩესმა.
ესპანეთში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ და ნიაღვარმა გზები და ხიდები დააზიანა, წაიღო მანქანები და დატბორა ქალაქები. სტიქიის შედეგად ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ესპანეთში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
VIDEO: დანგრეული სახლები და წყალში მოცურავე ავტომობილები, არიან გარდაცვლილები - სტიქია ესპანეთში