„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბაზალეთი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი, მილახვრიანი და მიმდებარე სოფლებში; 1-ელ ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.