1783194884
ელექტრო სკუტერით ავარიაში მოყოლილი 12 წლის ბიჭი, საავადმყოფოში გარდაიცვალა
დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდგომ იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი მცირეწლოვანი საბა ჯაგოდნიშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცნობისთვის, დედოფლისწყაროში ორ ბავშვს, რომლებიც ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდნენ, ავტომობილი დაეჯახა.
საბა წინ იდგა და უფრო მძიმედ დაშავდა, ვიდრე მისი მეგობარი.












