1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ეკატერინე ტიკარაძე “საჩხერის სამედიცინო ცენტრის” დირექტორად დაინიშნა.
ტიკარაძე რჩება ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულებით. ის ხელმძღვანელობს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტალისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში ხორციელდება.
2019-2021 წლებში ეკატერინე ტიკარაძე იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
მანამდე კი, 2015–2019 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის პოზიციას „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“. ხოლო, 2008-2013 წლებში, კი შვეიცარიაში, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.
ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის პოსტი 2021 წლის ბოლოს დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირება იყო.
წყარო: bm.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: როგორ იქმნებოდა “ხაჭაპურის მცხობელი იმერელი ბებოს“ გიგანტური სტენსილი
VIDEO: „აღვნიშნავთ ერთმანეთს...“ - მარიამ ქინქიმ რჩეულთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა