ეფექტური და სამართლიანი გზა პირატობის პრობლემის აღმოსაფხვრელად - ანტიმეკობრული ცენტრი ყველაზე უკეთ დაგეხმარებათ საავტორო უფლებების დაცვაში

პირატობა

ანტიმეკობრული ცენტრი მიზნად ისახავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემური დარღვევების აღკვეთას, ინტელექტუალური საკუთრების ცნების პოპულარიზაციას და მოსახლეობის ინფორმირებას ინტერნეტმეკობრეობისა და მისი ნეგატიური ეფექტების შესახებ ლეგალურ მედიაზე, ინტერნეტ ბაზარზე, შემოქმედებითი ინდუსტრიაზე.

საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრი აერთიანებს ყველა ძირითად ტრადიციულ თუ არატრადიციულ მედიას, ინტერნეტპროვაიდერებს, კინოთეატრებსა და თითქმის ყველა იმ მხარეს, ვინც აუდიო-ვიზუალურ კონტენტს ინტელექტუალური საკუთრების დაცვით ქმნის ან იყენებს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ შევამციროთ მეკობრეობის დონე საქართველოში. ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ ბაზრის ყველა მოთამაშე ვინც არ არღვევს კანონს და კანონმორჩილად ქმნის ლეგალურ პროდუქციას. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა და ნებისმიერ მედიასაშუალებას შეუძლია შემოგვიერთდეს. 

ამ პროცესში ჩვენ მარტო არ ვართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პირველი და სტრატეგიული პარტნიორი არის The USAID Economic Security Program-ა რომელიც მუდმივად გვერდში გვიდგას და ჩვენი მიზნების შესრულებას ემსახურება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის MPA-ის მხარდაჭერა და პარტნიორობა, რომელიც ეფექტიანად გვიდგას გვერდში. ცოტა ხნის წინ მათი დახმარებით პირატული გვერდების „ფეისბუქ“ გვერდები დაიბლოკა, რაც მნიშვნელოვანი ზიანი იყო მათთვის და ახლა ვმუშაობთ მათ ვებ - გვერდების დაბლოკვაზე. ამასთან, ჩვენ მხარს გვიჭერს „ევროპის კინოთეატრების გაერთიანება“, რომელიც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადვოკატირების პროცესში“, - აცხადებს საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის დირექტორი, ზურაბ ბეჟაშვილი.

ანტიმეკობრული ცენტრის მიზნები

ჩვენი მიზანია განვახორციელოთ ყველა შესაძლოა ღონისძიება, იმისათვის რომ საქართველოში არალეგალური პროდუქციის გავრცელებას და წარმოებას ხელი შევუშალოთ და წავახალისოთ ლეგალური პროდუქციის მოხმარება. 

ანტიმეკობრული ცენტრის საქმიანობა

ჩვენ საქმიანობას 4 ძირითადი მიმართულებით ვახორციელებთ:

  • ადვოკატირება
  • ლობირება
  • საზოგადოებრივი კამპანიების წარმოება
  • პროექტების ორგანიზება

მოკლევადიანი შედეგები 

2019 წლიდან მიუხედავად პანდემიისა, მივაღწიეთ იმას, რომ ეს ვებგვერდები იცავენ კინოგაქირავების ფანჯარას და არ არღვევენ იმ უფლებებს, რომელსაც ჰყავს ლეგალური უფლების მფლობელი საქართველოში.  

ჩვენ ვაწარმოეთ საინფორმაციო კამპანიები და გარკვეულწილად შევძელით ის, რომ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ვებ გვერდი არის პირატული და მოპარული. რაშიც გვერდში დაგვიდგა The USAID Economic Security Program-მა, რომლის უშუალო პარტნიორობითაც მოხდა საინფორმაციო ვიდეოების შემუშავება და გავრცელება. 

ამ მოკლე დროში შეიქმნა სოციალური რგოლები, წამოვიწყეთ ღია დისკუსიები „პირატობის“ თემაზე შედეგად კი საზოგადოებამ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ქვეყანაში „პირატობა“ უნდა დასრულდეს.

                                       სამომავლო გეგმები

ჩვენი სამომავლო გეგმაა დავბლოკოთ ყველა პირატული ვებ გვერდი. საქართველო პირატობის ჰაბიდან გადავაქციოთ კრეატიულ ჰაბად და ნებისმიერი ლეგალური პროდუქცია წავახალისოთ. უახლოეს მომავალში, პირატული ვებგვერდების კვალდაკვალ აუცილებლად უნდა შეიქმნას ლეგალური პლატფორმები.

საავტორო უფლებები ტელევიზიაში

მედიამაუწყებლებს ორი ტიპის პროდუქტი შესაძლოა დასჭირდეთ. პირველ რიგში, როდესაც მედიასაშუალებები თავად ქმნიან კონტენტს და მას ალიცენზირებენ. მეორე შემთხვევაში, როდესაც უკვე არსებულ პროდუქცია იღებენ და მას იყენებენ მედია ეთერში. ორივე შემთხვევაში გასათვალისწინებელია უამრავი დეტალი, იმისათვის, რომ არ დაირღვეს სხვისი ინტელექტუალური საკუთრება. 

თუ მედიასაშუალებები არ დაიცავენ რთული ლიცენზირების ფორმებს, რაც არ უნდა მოთხოვნადი იყოს პროდუქცია, ეს ფაქტი ჩაითვლება კონტრაფაქციული ასლად და საქართველოს კანონმდებლობით დაექვემდებარება განადგურებას.

სხვისი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება უნებართვოდ არის პირატობა. 

პირატული გვერდების საქმიანობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მსგავსმა ვებ გვერდებმა ფაქტობრივად დაუკარგა აზრი მედიასაშუალებებისთვის ფილმის შეძენას აზრი. თუკი ძველად ფილმი იყო რეიტინგის დაწერის ერთ-ერთი საშუალება ახლა იგი არის საეთერო ბადის შევსების საშუალება. ტომ 10 საიტიდან 4-5 არის პირატული, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის.

კანონის გამონაკლისები საავტორო უფლებებთან მიმართებით - ანუ რა შემთხვევაში არ ირღვევა კანონი

როდესაც ვსაუბრობთ სხვისი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე რა თქმა უნდა აქაც არსებობს გამონაკლისები. კერძოდ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვისი ინტელექტუალური საკუთრება ისე, რომ წინასწარ არ ჰკითხოთ უფლების მქონეს და არც ჰონორარი არ გადაუხადოთ. ეს არის საკმაოდ ვიწრო ჩამონათვალი:

პირველი როცა თქვენ ახდენთ კონკრეტული ნაწარმოების ციტირებას. კანონი გაძლევთ უფლებას, რომ ციტირების მიზნებისათვის გამოიყენოთ სხვისი ინტელექტუალური საკუთრება. რაც არ გეთვლებათ კანონის დარღვევად. თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს ციტირების სტანდარტი დაცული. 

მეორე მაგალითი არის ილუსტრაცია, როდესაც საზოგადოებას აწვდით ინფორმაციას  და ილუსტრაციის მიზნებისთვის მას. თუ თქვენი გამოყენება ჯდება ილუსტრაციის მიზნებში ამ შემთხვევაში თქვენ რა თქმა უნდა თავისუფალი ხართ საავტორო უფლების გადასახადისგან. 

მესამე, ეს არის სტატიის რეპროდუცირება, ისეთი სტატიის რომელიც განეკუთვნება მხოლოდ პერიოდულ გამოცემებს. თუ სტატიის რეპროდუცირება ხდება პერიოდული გამოცემების მიერ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში გათავისუფლებული ხართ წინასწარ თანხმობისა და ჰონორარის გადახდისგან. ერთ-ერთი ასეთი ნაირსახეობა არის პირდაპირ მოვლენებში დანახული სიუჟეტი. 

მეოთხე არის საჯაროდ წარმოთქმული სიტყვა, რომელიც განკუთვნილია საზოგადოებისათვის. მისი გამოყენების უფლება აქვს ნებისმიერ პირს და არ ითვლება საავტორო უფლების დარღვევად. 

ბოლო ეს არის ბრაილის შრიფტით რეპროდუცირება, როდესაც ესა თუ ის რეპროდუცირება ხორციელდება უსინათლო პირთა მიერ გამოყენებისათვის, მათ მიერ დადგენილი სპეციალური ფორმით. 

რა სანქციები არსებობს საავტორო უფლების დარღვევის შემთხვევაში?

თუკი კონკრეტული სტატიის გამოქვეყნების ღირებულება არის 500 ლარი ან ფოტოს ლიცენზირებაში ავტორი ითხოვს 700 ლარს მაქვს უფლება აქვს კანონის დამრღვევ პირს მოსთხოვს მიუღებელი თანხის ათმაგი ოდენობა. 

საავტორო უფლება არის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საგანი.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა არის 3000 ლარი.

შესაბამისად თუკი დიდი მოცულობით ხდება რეპროდუცირება შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს.