ძველ თბილისში უხვმა ნალექმა სახლი დააზიანა

სახლი

უხვმა ნალექმა ძველ თბილისში სახლი დააზიანა. დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მიწის მასამ კედელი შეანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლს მესამე კატეგორიის სტატუსი აქვს მინიჭებული. ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის თანამშრომლები. მათი ინფორმაციით, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები შენობაში მალე დაიწყება.