„ძილ­ში მო­მეს­მა არა­ნორ­მა­ლუ­რი სუნ­თქვა... ბავშვებს მამა თვალწინ მოუკვდათ“ - ნინო ბერიძე

ქაცარიძე

გარდაცვლილი მსახიობის, ნიკა ქაცარიძის მეუღლე, ნინო ბერიძე ნიკას ბოლო წუთებს იხსენებს.

„დალევით, როგორც ყველა ქართველი მამაკაცი, დღესასწაულებზე ან დაბადების დღეებზე სვამ­და. ამას ყოველდღიური ხასიათი არ ჰქონდა. საახალწლო დღესასწაულებზე ვინ არ სვამს? როგორც ასეთი, ნიკა მსმე­ლი არ იყო.

ჩემი აზრით, ეს იყო აცრიდან და სასმლიდან პროვოცირებული თრომბი. არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს აცრის წინააღმდეგი ვარ, თუმცა, ამ შემთხვევაში არ არის მკაცრი მოწოდება, რომ ერთი ან ორი თვე დალევა არ შეიძლება. მოუწია დალევა, თუმცა ეს დიდი რაოდენობით არ იყო, დაიძინა, მეორე დღეს რეპეტიცია ჰქონდა.

ბავშვები მასთან დაწვნენ, პატარა ბიჭი ჩაიხუტა, აღარ შორდებოდა. ღამე 3 საათზე გამომეღვიძა, ლაზარე ცხელი მომეჩვენა და სიცხე გავუზომე. ამ დროს ნიკამ გაიღვიძა, მკითხა, რა ხდებაო. ვუთხარი, რომ ლაზარეს დაბალი სიცხე ჰქონდა. წყალი დამალევინე დიდი ბოთლითო, ამის შემდეგ ჩვეულებრივ დაიძინა.

შემდეგ ძილში მომესმა არანორმალური სუნთქვა, გამეღვიძა და ვეძახი, ნიკა... გადავატრიალე და დაასრულა სუნთქვა. ვერც დავიჯერებდი მაშინ, რომ ეს მისი ბოლო ამოსუნთქვა იყო. ამ დროს ორივე ბავშვმა გაიღვიძა. შემდეგ დედაჩემი გავაღვიძე, დედამისი ემოციურია და მოვერიდე. სასწრაფოშიც დავრეკე, ძალიან სწრაფად მოვიდნენ, მაგრამ სასიცოცხლო ნიშნები აღარ ჰქონდა.

ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდია, მძიმე ახალი წელი. ფაქტობრივად, ბავშვებს მამა თვალწინ მოუკვდათ. მარიტა 5 წლისაა, ლაზარე 2-ის. მარიტა დღემდე არ შედის იმ ოთახში, სადაც ნიკამ დალია სული. გუშინ ლაზარემ მითხრა, დედა ეს არის შავი ოთახიო. იმ ოთახში არც ერთს არ უნდა დაძინება. მარიტამ დაინახა მისი ბოლო ამოსუნთქვა...“, - გაიხსენა ნინო ბერიძემ „ნანუკას შოუში“.