ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
ახალგაზრდა გოგოს, რომელიც კოჯორში კოტეჯს აშენებდა, შენობა სრულიად დაეწვა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„ძალიან მძიმე ამბავი გვაქვს.
ვინც მაკოს იცნობთ, იცით, რამდენად დიდი გულით ქმნიდა თავის ოცნების კოტეჯს კოჯორში - Dreamin-ს. დიდი ხნის შრომის, ვალებისა და დაუღალავი ძალისხმევის შემდეგ, ამ ზაფხულს აქტიურად დაიწყო სტუმრების მიღება და უკვე დაჯავშნილი იყო მთელ სეზონი.
გუშინ კი დაუჯერებელი ამბავი მოხდა - კოტეჯი ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა
ექსპერტები ჯერ იკვლევენ ხანძრის მიზეზს…
ახლა კი ჩვენ შეგვიძლია, რომ გავხდეთ მისი ახალი საძირკვლის ნაწილი.
ვიწყებთ სოლიდარობის კამპანიას –
ვაგროვებთ თანხას კოტეჯის თავიდან ასაშენებლად და იმ ვალების გასასტუმრებლად, რომელიც ამ საქმეში ჩაიდო.
პატარა წვლილიც კი უზარმაზარ საქმეს გააკეთებს!
თუ შეგიძლიათ - გთხოვთ, ჩარიცხეთ ნებისმიერი თანხა:
საქართველო: GE05BG0000000365863186GEL
თიბისი: GE59TB7157545068100002
მიმღები: მარიამ აბაშიძე
და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია –
გააზიარეთ ეს პოსტი, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს.
მაკოსთვის ეს კოტეჯი უბრალოდ სახლი არ იყო და მოდით, ერთად დავეხმაროთ ამის აღდგენაში.
უღრმესი მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგებით.
ეს სიკეთე არასდროს დაგვავიწყდება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.