დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ფრანგული მოდის სახლის “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია იუბილარია.
დიზაინერი დღეს 41 წლის გახდა.
ყველასგან განსხვავებული, ორიგინალური, ექსცენტრიული და არაორდინალური დიზაინერი 1981 წლის 25 მარტს, სოხუმში დაიბადა, თუმცა, სამხედო კონფლიქტის გამო ოჯახის წევრებთან ერთად მისი დატოვება მალევე მოუწია.
დემნა ხშირად საუბრობს ცხოვრების რთულ პერიოდზე, როდესაც 15 წლის წინ საკერავი მანქანის ფულიც კი არ ჰქონდა. “ყველაზე პირადი კოლექცია” როგორც თავად უწოდებს მას, მისი ოჯახის ყველაზე დიდ ტრამვას, სოხუმიდან წამოსვლას უკავშირდება. 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მთავარი თემა სწორედ ომი იყო. მან ჩვენება მთლიანად საქართველოს მიუძღვნა.