1750133864
,,ძალიან ჩამწყდა გული... მაშინ, 19 წლის ვიქნებოდი..." - რას იხსენებს გურამ შეროზია მარიკუნაზე

,,პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული, ბლოგერი გურამ შეროზია, სოციალურ ქსელში, მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალებას ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
,,მარიკუნა ჩემი მსესხებელი იყო ბანკში. მაშინ 19 წლის ვიქნებოდი და მახსოვს, როგორ ვეძახდი მარიამს (მეუხერხულებოდა არაოფიციალური სახელით მიმართვა) და მისწორებდა, მარიკუნა დამიძახეო…
მერე გავიგე მისი ოჯახის ტრაგიკული ისტორიის შესახებ. დღეს მარიკუნაც აღარ არის. რაღაცნაირად, ძალიან ჩამწყდა გული. რა სამწუხარო ამბავია", - წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
,,გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და არ ენდოთ!" - საგანგებო განცხადება