სად იწვიმებს და სად იქნება მზიანი ამინდი? - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
1755322349
კომპანია „მაგთიკომი“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება და მომხმარებლებს მიმართავს.
„მომხმარებელთა საყურადღებოდ! ინტერნეტში ან სოციალურ ქსელებში შესაძლოა, შეგხვდეთ ცრუ ინფორმაცია, რომელშიც „მაგთიკომის“ სახელით გთავაზობენ დასაქმებას. ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს! გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე! გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია „მაგთიკომში“ დასაქმების, აქციების, შეთავაზებებისა თუ კონკურსების შესახებ ყოველთვის ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ:
საქართველოსა და სომხეთს შორის მიმოსვლა უკვე ID ბარათით არის შესაძლებელი - დეტალურად
„ჯარიმა 100 ლარიდან 500 ლარამდე...“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის