ძალიან ბევრი ადამიანი მობრძანდება, რათა პატივი მიაგოს პატრიარქის საფლავს. ეს ცხადი დასტურია მისი უწმინდესობის ძალიან დიდი ავტორიტეტისა - მამა გიორგი ვაშალომიძე

მამა გიორგი ვაშალომიძე

 სიონის ტაძარში კვლავ ხალხის უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან, მოქალაქეებს ახლა უკვე მცირედი შეხება შეუძლიათ. ყოველდღიურად აღესრულება ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

სიონის ტაძარი დილის 08:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე ღიაა. პატრიარქის საფლავთან, ხალხი როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდანაც აქტიურად ჩამოდის.

„1 კვირაზე მეტია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ცხედარი მიიბარა სიონის ჭაღარა ტაძარმა. ძალიან ბევრი ადამიანი მობრძანდება, რათა პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს. ეს კიდევ ერთხელ, ცხადი დასტურია მისი უწმინდესობის ძალიან დიდი ავტორიტეტისა“, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ.