დიდი დიღომი დიდუბეს 7.5 კმ-იანი ტრამვაის ხაზით დაუკავშირდება - სად გაივლის ახალი სატრანსპორტო ხაზი

ტრამვაი

თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო "დიდუბის" მიმართულებით 7.5-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობას გეგმავს. პროექტის თანახმად, ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს.

ტრამვაი გაივლის მირიან მეფის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და მისი საბოლოო გაჩერება მეტრო დიდუბეს მიმდებარედ იქნება. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტების თანახმად, პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50’000’000 აშშ დოლარის ბრუნვა.

ამასთან, შემსყიდველი მიმწოდებელს ავანსის სახით გადაუხდის სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 20%-სა, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ 2025 წელს ავანსის მოცულობიდან გაიცემა არაუმეტეს 20’000’000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.

ბაზრის მოკვლევა 2025 წლის 23 აპრილს დასრულდება. პროექტის საერთო ვადა 4.5 წელს შეადგენს.