ცნობილია, კორი სენდჰეგენის დამარცხებით რამდენი გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა

დვალიშვილი

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ს ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე დვალიშვილმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

The sportster-ის ინფორმაციით, მოპოვებული გამარჯვებით დვალიშვილი PPV-ს (pay-per-view, სამაუწყებლო გაყიდვებიდანაც მიღებული პროცენტული წილი) და ბონუსების ჩათვლით დაახლოებით 1.5 – 2.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

„დვალიშვილის ჰონორარი მუდმივად იზრდება მისი გამარჯვებების სერიის, ტიტულის დაცვისა და მთავარ ორთაბრძოლებში მონაწილეობის გამო“, - წერს The sportster-ი.