1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დღეს, 10 ივლისს, სვანეთში საერთაშორისო ფილმების კინოფესტივალი იწყება, რომელიც 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. კინოფესტივალის დამფუძნებლები არიან რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და თეიმურაზ ჩხვიმიანი, ასევე, კომპანია სვანეთის კინოსტუდია.
ფესტივალის მეორე გამოშვება სტუმრების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოწვეულნი არიან: კანის კინოფესტივალის ოთხი წარმომადგენელი, ბერლინალეს კინოფესტივალის ორი წარმომადგენელი, სანდესის, ტალინის, გეტებორგის, ლოკარნოსა და სხვადასხვა A კლასის კინოფესტივალის წარმომადგენლები.
ფესტივალზე გაიმართება ფორუმი, სადაც 11 ქართველი რეჟისორი საერთაშორისო და ქართველი ჟიურის წინაშე წარადგენს საკუთარ პროექტს. გამარჯვებულს კულტურის სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაწესებული ფულადი პრიზი გადაეცემა.
ასევე წარმოდგენილი იქნება 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც გამარჯვებულს გადაეცემა ქალღმერთ დალის პრიზი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს ფესტივალზე შედარებით მეტი ფილმია წარმოდგენილი.
ფესტივალზე დასწრება შეუძლიათ აკრედიტებულ პირებს, ხოლო მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები.