ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე - ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია
1780260672
,,რუსთავი 2" 32 წლისაა. სამ ათეულზე წელზე მეტია ტელეკომპანია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მემატიანე და უშუალო თანამონაწილეა.
მაუწყებლობა, რომელიც თავდაპირველად რუსთავიდან დაიწყო, მალე მასშტაბურ მედია-პლატფორმად იქცა. ამ დროის განმავლობაში, მსოფლიოსა თუ საქართველოში არ მომხდარა არც ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, სადაც ამ არხის ჟურნალისტებს მოვლენათა ეპიცენტრიდან არ უმუშავიათ. მიუხედავად არა ერთი სირთულისა და გამოწვევისა, ერთ პატარა ოთახში დაწყებული საქმე დღესაც გრძელდება.
ლოგოს მიღმა ასობით პროფესიონალის შრომა დგას, ჩვენი მიკროფონი კი უკვე მრავალი თაობისთვის იქცა სიმბოლოდ.
"ეს არ არის მარტო სამსახური, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია მოხვიდე, იმუშაო, დაიხარჯო შენი პროფესიონალიზმის კუთხით და რაც ყველაზე მთავარია, ნახო ადამიანური ურთიერთობები. ვულოცავ ყველა "რუსთავი 2"-ელს ამ დღეს და ვუსურვებ, არხი იყოს რეიტინგული და ინოვაციური", - აცხადებს მედია-ჰოლდინგის" სატელევიზიო პროექტების განვითარების ხელმძღვანელი თაკო ფხაკაძე.