ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
23 ივნისი კაკული გურიელაშვილის დაბადების დღეა.
დღეს მომღერალი 59 წლის გახდებოდა. თარიღს სოციალურ ქსელში მერაბ სეფაშვილი ეხმაურება.
„დღეს კაკული 59 წლის გახდებოდა. გაანათლოს მისი სული უფალმა,“ – წერს მერაბ სეფაშვილი.
ქართველებისთვის საყვარელი მომღერალი კაკული გურიელაშვილი პატარა იყო, როდესაც საქართველოდან საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ის ხშირად სტუმრობდა საქართველოს ოჯახთან ერთად და გამორჩეული მეგობრობა აკავშირებდა მომღერალ მერაბ სეფაშვილთან. მან დიდი წვლილი შეიტანა ისრაელში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.