დღეს, 23:00 საათიდან ქობულეთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

qobuletis gvirabi

ქობულეთის გვირაბში, დღეს, 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საჭიროა საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა 2022 წლის 20 ივლისს 21:00 საათიდან 21 ივლისის 09:00 საათამდე", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქობულეთის გავლით.