თბილისის N28-ე საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732650338
დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან „ტაბულას“, „თავისუფლების ინსტიტუტის“, „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საერთო აქცია გაიმართება, რომლის მიზანიც უკრაინის მხარდაჭერაა.
„დღევანდელი აქციის მიზანი არ არის რომელიმე პარტიის, რომელიმე სამოქალაქო პირის ან რომელიმე პოლიტიკოსის წინ წამოწევა. დღევანდელი აქციის მიზანია, ყველამ ერთად გავიაზროთ რამხელა ფასია გადახდილი იმაში, რომ აქამდე მოვსულიყავით და რამხელა პასუხისმგებლობა გვაწევს, რომ ეს ყველაფერი უბრძოლველად არ დავთმოთ და ყველამ ერთად კარგად გავიაზროთ თუ რატომ ღირს ამ ქვეყნისთვის ბრძოლა." - განაცხადა აქციასთან დაკავშირებით „ტაბულას“ რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.