„დეზერტირების ბაზართან“ შეკრებილმა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს

„დეზერტირების ბაზართან“ შეკრებილმა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს

„დეზერტირების ბაზართან“ შეკრებილმა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. ისინი, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მსვლელობით გადაინაცვლებენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „საქართველოს გაუმარჯოს“.

მსვლელობის მონაწილეებმა საავტომობილო გზა სრულად გადაკეტეს. მსვლელობაში მონაწილეობას ცნობილი მზარეულები, აქტივისტები და მოქალაქეები იღებენ.

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით - “არჩევნები“, „რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, „არ გამოვკვებავთ რეპრესიულ რეჟიმს“, „ცეცხლი ჭამეთ“. აქციის მონაწილეებს ასევე აქვთ ბანერები, რომელზეც მიმდინარე აქციების დროს დაშავებული და ნაცემი დემონსტრანტები არიან გამოსახულები.

პროტესტის მონაწილეები, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

მსვლელობას ასევს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.

საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 20 დღეა მიმდინარეობს.

ასევე, დღის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტო მსვლელობაც არის დაგეგმილი.