დევნილთა სააგენტო, 800-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სახლს შეუსყიდის

სახლი დევნილებისთვის

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია, სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, რომ სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა და მიმდინარე წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - 2025 წელს სააგენტომ სახლი 3000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.

სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა, 2014 წლიდან ამოქმედდა და ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ ჯამში 13 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი განასახლა.

შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების განსახლება მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.