„დეკემბრის პირველი კვირა ცივი და ნალექიანი იქნება“ - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, დეკემბერში ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალი იქნება. თუმცა ამ ეტაპზე, თბილისში მიმდინარე დღეებში ნისლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება.

„დეკემბრის პირველი კვირა ცივი და ნალექიანი იქნება. ზოგადად კი, ნალექების რაოდენობა თვის განმავლობაში კლიმატურ ნორმასთან შედარებით ნაკლებია ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ დეკემბრის თვეში, შესაძლოა ,17-20 გრადუსამდე მოიმატოს.

აღმოსავლეთ საქართველოშიც თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალია და ცალკეულ დღეებში შეიძლება 16 გრადუსამდე მოიმატოს. ღამის საათებში, შესაძლოა უარყოფითი ტემპერატურაც დაფიქსირდეს“,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.