1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავში ტყვია ასროლინა და გაგვიშარჟეს ღვთისმშობელი. ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ ასწავლა და ამაყობს ამით, - ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ, განაცხადა.
დეკანოზის თქმით, ვერავინ დააჯერებს, რომ ადამიანს, რომელმაც საკუთარ შვილს ქართული ენა არ ასწავლა, საქართველო და ქართველი ერი უყვარს. მისივე განცხადებით, დღეს ეს ადამიანები გვევლინებიან ქვეყნის და ერის დამცველებად. "ვიდეო მანახეს, რომ მისმა შვილმა ქართული ენა არ იცის და ამით ამაყობს - დედაც ქართველი ჰყავს, მამაც ქართველი ჰყავს და საქართველოზე გვესაუბრება, ქართველობაზე საუბრობს. შვილებმა ენა არ იციან. ადამიანს როგორ უნდა გძულდეს შენი ერი და შენი ქვეყანა, რომ შენს შვილს შენი ენა არ ასწავლო. ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველებმა, 400 წელი ენა შეინარჩუნეს, იცით რა დევნაში და რა წამებაში? ყველა ემიგრანტზე ვლაპარაკობ, შემირცხვენია ყველა ქართველი, ვინც საკუთარ შვილს ენას არ ასწავლის. შენ ღმერთს შენს ენაზე უნდა ესაუბრო. ამ ენის გამო, იცით რამდენი სისხლი დაიღვარა?
მე ვერ დამაჯერებთ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, იმას სამშობლო უყვარს. იმ შენმა შვილმა რა ენაზე უნდა მოისმინოს წირვა, ღვთისმსახურება რა ენაზე უნდა მოისმინოს? და დღეს, ეს ადამიანები არიან ქვეყნის და ერის დამცველები - ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ ასწავლა, შენს ქვეყანას, შენს შვილებს მიხედავს და მოუვლის ის? საკუთარ შვილზე არ უნდა ენის სწავლება, ანუ, მისთვის ეს ენა არაფერს ნიშნავს. არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა. საჭიროებაა შენთვის ეს ქვეყანა და გამოსაყენებელია ეს ქვეყანა. მინდა, ამაზე დაფიქრდეთ ყველანი, ეს სარწმუნოება, ღირებულებები, ფასეულობები - ქრისტიანულ ფასეულობებზე დგას ეს ქვეყანა. ევროპა იმიტომაა კარგი, რომ ქრისტიანულ ფასეულობებზე იდგა, მაგიტომ გვინდოდა სულ ევროპა, მაგიტომ გავრბოდით." - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.