დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია მხარდამჭერია ტრადიციული ფასეულობების და ჩვენ ამას მივესალმებით

ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ღიაა საუბრებისთვის, მას აქვს სურვილი და საშუალება იმის, რომ ეკლესიის პოზიცია მუდამ გამოხატოს მკაფიოდ, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო იმას, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია მხარდამჭერია ტრადიციული ფასეულობების და საპატრიარქო ამას მიესალმება.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი საპატრიარქოს ეწვია.