„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
თელავში მსუბუქი ავტომანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ერეკლე მეორეს გამზირზე მოხდა.
თვითმხილველების განმარტებით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, მოყინულ გზაზე, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულ მძღოლს ექიმები გადაუდებელ დახმარებას უტარებენ.
ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

