„დედას „მაიკას“ ვიღებდი და ვსუნავდი ხოლმე…“ – ელენეს ემოციური პასუხი და ატირებული მარიამი

ნო

 მომღერალი მარიამ როინიშვილი შვილთან, ელენე მახარაძესთან ერთად გადაცემის ,,მხოლოდ ლელასთან” სტუმარია.

დედა-შვილი ემოციურად საუბრობენ და როგორც აღმოჩნდა მათმა გულწრფელობამ ცრემლების გარეშე ვერ ჩაიარა.

ელენეს თქმით, იმდენად დამოკიდებული იყო დედაზე, რომ განშორებისას მის მაისურს სუნავდა და ეხუტებოდა.

,,იმდენად დამოკიდებული ვიყავი დედაზე, რომ როდესაც ოპერაში მიდიოდა მის ,,მაიკას” ვიღებდი და ვსუნავდი ხოლმე. ან ვიცმევდი და ისე ვიძინებდი. ეს დედამ არ იცოდა. არ ვეუბნებოდი ხოლმე”, – ამბობს ელენე.

მარიამ როინიშვილის თქმით, მშობლებს ხშირად შვილებთან ეშლებათ, თუმცა ამას ვერ აცნობიერებენ.

,,სულ მეგონა, რომ მე შენთან ეს შეცდომა არ დამიშვია. ყოველთვის მქონდა ის მომენტი, რომ ჩემთან უნდა ყოფილიყავი. მეგონა რომ არასდროს გადამიხვევია, მაგრამ თურმე ასე მოხდა. ეს არის ცხოვრება. გვგონია, რომ მშობლებს არაფერი გვეშლება, თუმცა ასე არ არის”, – საუბრობს მარიამ როინიშვილი.

ცრემლები ვერ შეიკავა წამყვანმაც, მომღერალმა ლელა წურწუმიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხშირად თან დაჰქონდა შვილის ტანსაცმელი, რათა მისი სიახლოვე ეგრძნო.