„დედამ 7 თვის მიმატოვა... კონფლიქტი ყველა ოჯახში ხდება“ - რენატა ბეგიაშვილი

რენატა

რენატა ბეგიაშვილი მეუღლის მხრიდან ძალადობაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

„უბრალოდ, მინდა ყველაფერი კარგად იყოს! პირველ რიგში, ჩემი შვილი. მიზნად არავის ცხოვრების დანგრევა არ მქონია..

მე განყოფილებაში გარკვევით ვთქვი ყველაფერი. ჩემი მეგობრები, უკვე ძველი მეგობრები მას იცავენ. არ უნდათ რომ დაიჭირონ. მეც ვცადე, რაღაც მიზეზების გამო გადამერჩინა, მაგრამ ვერ შევძელი. მე მიზნად არავის ცხოვრების დანგრევა არ მქონია“, - ამბობს რენატა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რენატას ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი, ასე პასუხობს:

„მე და ბებიას უბრალოდ შეკამათება მოგვივიდა და მეზობელმა დარეკა ხმაურზე. მთელი ცხოვრებაა ერთად ვცხოვრობთ, მან გამზარდა... დედამ 7 თვის მიმატოვა. მგონი, ყველა ოჯახში ხდება კონფლიქტი. ამ ეტაპზე ბებიას ვუვლი მე, ბავშვთან ერთად“, - ამბობს რენატა ბეგიაშვილი.
 

„პრაიმტაიმის“ რედაქციასთან შეთანხმების გარეშე მასალის გამოყენება აკრძალულია.