რენატა ბეგიაშვილი მეუღლის მხრიდან ძალადობაზე პირველ კომენტარს აკეთებს

რენატა და შალვა

რენატა ბეგიაშვილი შალვა იაშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე „პრაიმტაიმთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

„უბრალოდ მინდა ყველაფერი კარგად იყოს! პირველ რიგში, ჩემი შვილი. მიზნად არავის ცხოვრების დანგრევა არ მქონია..

მე განყოფილებაში გარკვევით ვთქვი ყველაფერი. ჩემი მეგობრები, უკვე ძველი მეგობრები მას იცავენ. არ უნდათ რომ დაიჭირონ.. მეც ვცადე რაღაც მიზეზების გამო გადამერჩინა მაგრამ ვერ შევძელი. მე მიზნად არავის ცხოვრების დანგრევა არ მქონია.

მეშინია.. მაგრამ მეც მაგის მწამს.. მეშინია უსამართლობის. მეც დამნაშავე ვარ ბევრ რამეში.. თავი რომ არ შევიკავე, ბევრი წელი რომ ვითმენდი. მატერიალური გარემოების გამო არა. მისგან და მისი ოჯახისგან მხოლოდ მინიმუმი დახმარება იყო 8 წლის მანძილზე... უბრალოდ ძალიან მიყვარდა და 11 წელი დიდი დროა. ბევრჯერ მომცა იმედი მაგრამ ბევრჯერ გამიცრუა.. არ მინდა რომ ციხეში იჯდეს... მინდა რომ მანაც და მეც გავიაროთ ფსიქოლოგიური გამოკვლევა. თუ საჭირო იქნება მოხდეს მკურნალობა... მისი მხრიდანაც და ჩემი მხრიდანაც.

ბევრი სტრესის მერე ალკოჰოლის მოხმარება დავიწყე.. არ ვსვამ მძიმე ალკოჰოლს მხოლოდ ლუდი და ღვინო.. მაგრამ ყოფილა შემთხვევა ნასვამ მდგომარეობაში, როდესაც ორივე თრობაში ვიყავით მოგვდიოდა საშინელი კონფლიქტი. ერთი მხარე არასდროს არის დამნაშავე და მართალი, ურთიერთპატივისცემაა მთავარი რაც სავარაუდოდ არ გაგვაჩნდა“, - გვითხრა რენატა ბეგიაშვილმა. 

„პრაიმტაიმის“ რედაქციასთან შეთანხმების გარეშე მასალის გამოყენება აკრძალულია.