მერაბ დვალიშვილის პირველი კომენტარი პიოტრ იანთან ბრძოლის შემდეგ
1792875175
დედის დღე განსაკუთრებით ემოციურია მათთვის, ვისაც დედა ცოცხალი აღარ ჰყავს. მხატვარი ლევან სონღულაშვილი სოციალურ ქსელში დედას იგონებს...
ლევან სონღულაშვილი: დედის დღეს...
არასდროს იცი, როცა ჩამქრალ გაზქურაზე ჩაიდანს ტოვებ და შინიდან გადიხარ, კვლავ დაბრუნდები, თუ არა.
დედა, ჯანმრთელობის დიაგნოზის გაგებისთანავე, ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად; ბავშვობის ბინაში მივაკითხე, საჩქაროდ, მისი წვრილმანი ნივთები, რაც ხელში მომხვდა, ჩანთაში ჩავყარე და კლინიკას მივაშურეთ. ბინის დატოვებამდე ჩაიდანი ჯერ კიდევ თბილი იყო, ეტყობა, ტრადიციულად, ყავის მოსამზადებლად წყალი აადუღა.
შვიდ თვეში გარდაიცვალა…

ბავშვობის ბინაში დავბრუნდი, ერთდროულად, მძიმე და ნოსტალგიური აღმოჩნდა. თითქოს, მისი პულსაციის ექოც ჩამესმა. უცნაურია, ყველაფერი ძველებურად გამოიყურება, ზუსტად ისე, როგორც მის სიცოცხლეში, თუმცა ეს მხოლოდ წარსულის ანარეკლია, აღარაფერია ძველებურად. ტანსაცმლის კარადიდან ვეღარ აარჩევს ჩემ მიერ ნაჩუქარ კაბებს, ვერც იმ საყურეს გაიკეთებს, დაბადების დღეს რომ ვუსახსოვრე, ვერც ამ ფორტეპიანოზე შეასრულებს ყანჩელს, აწი, ტელეფონის ყურმილიც მუდამ ხელუხლებელი იქნება.ის ჩაიდანი, ჩამქრალ გაზქურაზე… ცივია, ცარიელი, წყალიც ამომშრალა. ასეთივე ამოუვსებელი სიცარიელეა ჩემში. და მაინც, არასდროს იცი, როცა ჩამქრალ გაზქურაზე ჩაიდანს ტოვებ და შინიდან გადიხარ, კვლავ დაბრუნდები, თუ არა.