პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბერი ანდრიას დედა, თინათინ ჩხვიმიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა, დედა თინათინს ერთადერთი, გარდაცვლილი შვილის, ბერი ანდრიას პორტრეტი დაუხატა.
"ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თედომ ათი წლის განშორების შემდეგ, მამა ანდრია მომიყვანა! სახლში დაგვიბრუნდა უკვე გაზრდილი, მშვიდი, კეთილი, მზრუნველი...
ფონდში მოსულებს მამა ანდრიას მშვიდი მზერა შემოგეგებებათ" - წერს თინათინ ჩხვიმიანი.
დედა თინათინი "პრაიმტაიმის" მკითხველს პორტრეტის დახატვის ისტორიას უყვება.
დედა თინათინ ჩხვიმიანი: - სამების ლავრაში მოღვაწე იღუმენმა ნაზარმა თედოს ჩემი შვილის, ბერი ანდრიას ყველა ფოტო აჩვენა და მას პორტრეტის შექმნა სთხოვა. ხატვის დროს, არც ერთ ეტაპზე არ მინახავს ნამუშევარი. მამა ნაზარი იყო თედოსთან კონტაქტში, ერთად მუშაობდნენ.
მქონდა მოლოდინი, როდესაც თედო მუშაობას დაასრულებდა და პორტრეტს მომიტანდა, მამა ანდრია მოვიდოდა. მართლაც ასე მოხდა! ნახატს რომ შევხედე, მძაფრი რეაქცია მქონდა. ვტიროდი, ველაპარაკებოდი...
ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე. განცდა მაქვს, რომ ბერი ანდრია ხილულად დამიბრუნდა...
ისეთი მეტყველი თვალები აქვს, მის წინ რომ ვდგავარ, ჩვეულებრივ ველაპარაკები... ამ პორტრეტით თითქოს გაზრდილი მამა ანდრია მოგვიყვანეს თედომ და მამა ნაზარმა.
ათი წელი გავიდა, რაც ამ ქვეყნად არ არის, სულიერად, ბუნებრივია, სულ ჩემთან იყო, მაგრამ ამ ნახატით თითქოს ვხედავ.
მამა ანდრია ავად რომ იყო, ვხედავდი, მაგრამ ვერ ვეხებოდი, მთელი სხეული სტკიოდა. ახლაც იგივე განცდა დამეუფლა, ვხედავ, მაგრამ ვერ ვეხები...
ნახატს ფოტოს შეგნებულად არ ვუღებ ახლოდან. ჯერ ერთი, რეალობაში როგორიც არის, ისეთი ფოტოზე არ გამოდის. და მეორე, მინდა, პირველად სწორედ აქ მოსულებმა ნახონ ბერი ანდრიას პორტრეტი.