პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მაისში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდები იყო, მათ შორის რამდენჯერმე იყო წვიმა, რომელსაც მოსახლეობა „ტალახიანი წვიმის“ სახელით მოიხსენიებს.
ამ მოვლენას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე განმარტავს.
„ტალახიანი წვიმა...განგიმარტავთ -ყვითელი ცა და ტალახიანი წვიმა უკვე რამდენიმე დღეა ევროპის ცალკეული ტერიტორიისთვის უჩვეულო არ არის, ქვიშის მოცულობითი ღრუბელი, რომელიც პირდაპირ საჰარის უდაბნოს გულიდან მოდის, გავრცელდა ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთის მრავალ ადგილას და ვინაიდან ჰაერის მასები ასეულობით კილომეტრზე ვრცელდება, გავლენა საქართველოს სანაპიროს იმ რეგიონებზე მოახდინა სადაც გუშინ ნალექი მოვიდა. ამ შემთხვევაში ატმოსფეროში მტვრის დაგროვების მთავარი მიზეზი არის ქარი ,,სიროკო" (იტალ. sirocco < არაბ. შარკ – აღმოსავლეთი) — სამხრეთის ან სამხრეთ-აღმოსავლეთის თბილი, ძლიერი ქარი, რომელიც უმთავრესად ქრის ხმელთაშუა ზღვის აუზში და უბერავს ჩრდილოეთ აფრიკის შიგა რაიონებისა და არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოებიდან, რომელიც პერიოდულად გავლენას საქართველოზეც ახდენს, თბილი დინების მუდმივი გადმოსროლით (საჰარის უდაბნო).
როგორც ქვემოთ მოყვანილი ათენის უნივერსიტეტის რუქიდან ვხედავთ, მტვრის მასები ევროპის ტერიტორიაზე და ნაწილობრივ საქართველოზე უახლოეს დღეებში კვლავ ვრცელდება და ვინაიდან მომდევნო სამი დღის განმავლობაში, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დიდი ალბათობით შესაძლებელია ნალექი იყოს ტალახიანი, ასევე ცა შეიძლება იყოს იყოს მოწითალო, გამთენიის დროს და შებინდებისას.მოკლედ, თუ ავტომობილის გარეცხვას აპირებთ, უმჯობესია გადადოთ იგი, ასევე დიასახლისებმა არ დატოვოთ თქვენი ტანისამოსი გასაშრობად გარეთ თქვენს ძვირფასს თოკებზე... განსაკუთრებით იქ, სადაც ნალექია მოსალოდნელი“ - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე