1740388324
„დავიწყოთ კვირა კარგი ამბებით,“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით სოციალოურ ქსელში წერს.
პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„დავიწყოთ კვირა კარგი ამბებით. ინგლისის სიკვდილიანობის სტატისტიკა ნამდვილად პოზიტიურია, ვინაიდან უმრავლესობას უკვე აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი ვაქცინების მეშვეობით (73% ორჯერადად და 56% ბუსტერი ვაქცინა). თან ამას ემატება გაუმჯობესებული კლინიკური მართვა…დიახ, ინგლისის კოვიდ სიკვდილიანობის სტატისტიკა უახლოვდება სეზონური გრიპის სტატისტიკას … ეს შესაძლებელია …. საქართველოში კი არ დაგვავიწყდეს სამედიცინო პირბადე+დისტანცია+ბუსტერი. ჯანმრთელობას გისურვებთ,“ - წერს გიორგი ფხაკაძე.