რა კავშირია მოწევასა და ანტივაქსერობას შორის - განმარტება გიორგი ფხაკაძისგან

ჯანდაცვის ექსპერტი

„ აი ის ხალხი, ვინც სიგარეტს ექაჩება, ზუსტად ის ხალხია ანტივაქსერი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ერთ-ერთი პირის კომენტარს სოციალურ ქსელში იზიარებს.

მისი თქმით, რეგულარულად გაიზიარებს მთავარ გვერდზე საინტერესო კომენტარებს.

 ”ადამიანები ყიდულობენ სიგარეტს, რომელსაც ზედ აწერია : მოწევა კლავს, მოწევა იწვევს კიბოს, მოწევა იწვევს უშვილობას, მოწევა იწვევს უამრავ დაავადებას, მოწევა იწვევს მუცლის მოშლას და ეწევიან ტკბილად და აუღელვენლად. Covid-19_ის ვაქცინას აწერია: საკმაოდ დიდი შანსია გადარჩეთ კორონა ვირუსის დროს.

აი ის ხალხი, ვინც სიგარეტს ექაჩება, ზუსტად ის ხალხია ანტივაქსერი. კითხვა მაქვს: ვის გგონიათ თავი ჩემზე, ან სხვა აცრილზე მეტი?” ეს პოსტი ჩემს გვერდზე დაიდო. რეგულარულად გავაზიარებ ჩემს მთავარ გვერდზე საინტერესო კომენტარებს“, - წერს გიორგი ფხაკაძე