„ჩემი და აღარ მყავს...“ - 6 თვის ორსული გარდაიცვალა
1785138553
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდღვაბუნაში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოს "სამეფო კალმახის სალიფსიტე" ინფრასტრუქტურას, კალმახის ლიფსიტების წარმოების პროცესს და საწარმოს შესაძლებლობებს გაეცნო.
"აკვაკულტურა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა, რომელსაც საქართველოში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. სახელმწიფოს მიზანია, ხელი შეუწყოს ამ მიმართულების მდგრად განვითარებას, წარმოების ზრდასა და კერძო სექტორის გააქტიურებას. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უკვე შემუშავებულია აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგია, რომელიც დარგის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ფერმერების მხარდაჭერას, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს თევზის დაავადებების ეფექტიან დიაგნოსტიკასა და უსაფრთხო, ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შპს "სამეფო კალმახის სალიფსიტე" კალმახის ლიფსიტების წარმოების მიმართულებით საქმიანობს. საწარმოს წლიური წარმადობა 2 მილიონ ლიფსიტას შეადგენს. წარმოებული პროდუქცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. საწარმოში მუდმივად 5 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი - 10.
შპს "სამეფო კალმახის სალიფსიტე" სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ 2024 წელს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და თანამედროვე აღჭურვილობის შეძენის მიზნით, სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა.
საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.