„ჩემი და აღარ მყავს...“ - 6 თვის ორსული გარდაიცვალა
1785138553
ირანი საკუთარ თავდასხმებს შეწყვეტს, თუ შეერთებული შტატებიც იმავეს გააკეთებს, – ამის შესახებ „როიტერს“ ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
„თავდასხმების შეწყვეტასთან დაკავშირებით უფრო მეტი სკეპტიციზმია, ვიდრე ოპტიმიზმი. უფრო გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ეს პაუზა ტაქტიკური ხასიათისაა და არა რეალური. ირანს საკმარისი მწარე გამოცდილება აქვს იმისა, რასაც ის აშშ-ის მხრიდან მოტყუებად მიიჩნევს“, – განაცხადა გამოცემასთან საუბარში წყარომ.
ეს კომენტარი გაკეთდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე საჰაერო დარტყმების სერია დროებით შეაჩერა. „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლებმა აცნობეს, რომ სამიზნეები თითქმის ამოიწურა და გამოთქვეს შეშფოთება აშშ-ის შეიარაღების მარაგის შესაძლო შემცირების გამო.
ცნობისთვის, ირანზე 13 ღამის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური საჰაერო იერიშების შემდეგ, პენტაგონმა 24 ივლისს ოპერაცია შეაჩერა. თავის მხრივ, ბოლო ორი დღეა, ცეცხლი აღარ გაუხსნია ირანსაც, რომელიც მანამდე, აშშ-ის ყოველი იერიშის საპასუხოდ, მეზობელ ქვეყნებში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ახორციელებდა თავდასხმებს.
აგვისტოს ამინდის სრული პროგნოზი
1784911846