დავით გურგენიძე: ვიცოდით, რომ რაც მოხდა ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში 2005-2006 წლებში, ამ ხელისუფლების და ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით არ მოხდებოდა. მოხდა ისე, როგორც დემოკრატიულ, აკადემიურ ხელისუფლებას შეეფერება

დავით გურგენიძე

ვიცოდით, რომ რაც მოხდა ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში 2005-2006 წლებში, ის ამ ხელისუფლების და ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით არ მოხდებოდა. მოხდა ისე, როგორც დემოკრატიულ, განათლებულ, აკადემიურ ხელისუფლებას შეეფერება, - ასე ეხმაურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ტექნიკური უნივერსიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება.

დავით გურგენიძის თქმით, ის ინვესტიციები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა გააძლიერებს ტექნიკური უნივერსიტეტის ფუნქციონირებას.

„რა თქმა უნდა უნივერსიტეტის გარდაქმნა საინჟინრო-ტექნიკურ უნივერსიტეტად, რომელიც თავიდან ბოლომდე ასე იყო ჩაფიქრებული დიდი ივანე ჯავახიშვილის და ნიკო ნიკოლაძის მიერ, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება. ის ინვესტიციები, რომელიც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა მხოლოდ გააძლიერებს მის მდგრადობას და ის იქნება ისეთივე ხერხემალი, როგორიც იყო, არის და იქნება. ეს არის სამი ფაკულტეტი, იქ არის სხვადასხვა პროგრამა, რომელიც დაამთავრებს მილევად რეჟიმში ჩვენთან მუშაობას და ამის შემდეგ გადავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ადამიანები, რომლებსაც ძალიან უნდოდათ დუღილის ტემპერატურის აწევა და ჩვენ შევეცადეთ და შევძელით ის, რომ უნივერსიტეტი არ წავიდა პოლიტიკურ განშტოებებში, ვიცოდით, რომ რაც მოხდა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში 2005-2006 წლებში, ის ამ ხელისუფლების და ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით არ მოხდებოდა. მოხდა ისე, როგორც დემოკრატიულ, ნამდვილ განათლებულ, აკადემიურ ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ცნობისთვის, ტექნიკური უნივერსიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.