„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთზე 7 საათიდან მსუბუქ ავტომობილებსაც შეეძლებათ გადაადგილება.
„სააღდგომოდ გზებზე რა მდგომარეობა იქნება ახლა არავინ იცის, მაგრამ ამ მომენტისათვის ყველაფერი არის გახსნილი, რიკოთზეც ავტომობილებისათვის 7 საათიდან დაშვებულია მოძრაობა“,- უთხრეს „პრაიმტაიმს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
კერძოდ, დღეიდან ყოველდღე დილის 7-დან საღამოს 7-საათამდე უღელტეხილზე მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსებისათვის. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დასაშვები იქნება საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროის ამ მონაკვეთში აკრძალული იქნება.
საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე კი, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ჯერ უცნობია როდემდე გაგრძელდება გადაადგილების საათობრივი შეზღუდვა, რადგან კვლევები სხვა მეწყრულ ზონებზე, ამ დრომდე გრძელდება.
რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755520230