პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გურჯაანელმა მოსწავლემ, ჭადრაკში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
10 წლის დათა ყალაბეგაშვილი საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში მესამედ გახდა და პარალელურად, მას საგზურის არჩევანის უფლება მიენიჭა.
დათა ყალაბეგაშვილმა საქართველოს პირველი მოჭადრაკის ტიტული, 12 წლამდე ასაკის ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მოიპოვა. ჩემპიონატი, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად მიმდინარეობდა.
გურჯაანის საჭადრაკო კლუბის ხელმძღვანელის, გიორგი ქიტესაშვილის განმარტებით მოჭადრაკე, სრულიად ახალ სვლებს აკეთებდა, რაც აქამდე არ დაფიქსირებულა.
„დათამ ტურნირში ისეთი პარტიები ითამაშა, რომ რიგ შემთხვევებში, დიდოსტატებსაც შეშურდებოდათ და რაც მთავარია, სრულიად ახალი საჭადრაკო ხედვა ჰქონდა, ისეთ სვლებს აკეთებდა, რაც მანამდე არც კი დაფიქსირებულა"- განაცხადა ქიტესაშვილმა.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში, სხვადასხვა სასკოლო ასაკის მოსწავლეები, საქართველოს ყველა რეგიონიდან ცდილობდნენ.
დათა ყალაბეგაშვილის მიღწევებზე ჭადრაკში, „პრაიმტაიმი" რამდენჯერმე წერდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი