დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს
1780519037
კვირას დაგეგმილი „დიუშენის მარში“ ჩატარდება, ოღონდ ეს იქნება მადლობის მარში, – ამის შესახებ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა წიქარიშვილის თქმით, ყოველდღიური აქციები დასრულდება.
„კვირას დაგეგმილი მარში გაიმართება, რომ მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, მთელ საქართველოს და ასევე ხელისუფლებას, რომელიც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა. ამ გადაწყვეტილებით კი, ჩვენი ბავშვების სიცოცხლე უკვე გადარჩენილია. ყველაზე საუკეთესო გამოსავალს, რაც მივიღეთ ჩვენი ბავშვების სიცოცხლესთან დაკავშირებით, მივაღწიეთ. მინდა, ჩვენს ბავშვებს მივულოცო, რომ ისინი მიიღებენ წამალს. ვულოცავ მშობლებს, რომლებიც ამდენი ხანია, ვიბრძვით და მთელი ჩვენი სიცოცხლე ჩავდეთ ამ ბრძოლაში. მივულოცავ ჩვენს ყველა მხარდამჭერს, რომლებიც ღამეებს ათენებდნენ კანცელარიის წინ, ნერვიულობდნენ, ჩვენთან ერთად აკეთებდნენ ბევრ რამეს. მინდა, მივულოცო მთელ საქართველოს, რადგან ჩვენი გამარჯვება მთელი საქართველოს გამარჯვებაა. აქ არ შეიძლება, რამე ეჭვი გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ვის ეკუთვნის ეს გამარჯვება. ეს გამარჯვება ყველას ეკუთვნის, მთელ საქართველოს.
ჩვენი მოთხოვნა იყო – „წამალი ბავშვებს“ და ჩვენი ბავშვები მიიღებენ წამალს. პირველ რიგში, გადაწყვეტილება მიღებულია ორ წამალზე. რაც შეეხება დანარჩენ ორ მედიკამენტს, განხილული იქნება სამუშაო ჯგუფის ფორმატში ეს მედიკამენტებიც. ასე რომ, ხელისუფლებას ამ ნაწილში ჩვენ ულტიმატუმს ვერ წავუყენებდით, რადგან ჩვენთვის პირველი ორი წამალიც დიდი მიღწევაა. ის ორი წამალი იქნება განხილვებისა და დისკუსიის საგანი. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ კმაყოფილი, ეს არის ჩვენი ბრძოლის შედეგი. რაც შეეხება თერაპიებს, გამოკვლევები არის უფასო. არის რამდენიმე კვლევა, რომელიც ჯერჯერობით კვლავ არ ფინანსდება, მაგრამ ამაზეც ალბათ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ ყველა კვლევა დაფინანსდეს. რაც შეეხება კლინიკურ კვლევებს, ამაზეც შევთანხმდით, რომ რამდენიმე მედიკამენტი, რომელზეც კვლევა წარმოებს, ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება და ჩვენც, რომ ჩვენმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღონ ამ კლინიკურ კვლევებში, რომლებიც იქნება უფასო“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენის მქონე ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს
1780519037