მიმართვა სკოლებს - პრეზიდენტი სკოლებს საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს
1733167310
ლაგოდეხში, საცხოვრებელ სახლში 37 წლის ქალი ბუნებრივი აირით გაიგუდა. ახლობლებმა ის სახლში, სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს.
ნონა ჭაბაშვილი, ნაქირავებ ბინაში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. უბედური შემთხვევის დროს, ბავშვები ბინაში არ იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობდა.
როგორც ჩანს, ოჯახში ეს ბუნებრივი აირით გაგუდვის პირველი შემთხვევა არ არის.
როგორც „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა უთხრა, 18 წლის წინ ნონას დაც გაზით გაიგუდვის შედეგად გარდაიცვალა.
„მე მას ბავშვობაში ვიცნობდი. 18 წლის წინ მისი დაც გაზით გაიგუდა. მე რაც შემიძლია გითხრათ ნონას შესახებ არის ის, რომ საუკეთესო ადამიანი და საუკეთესო დედა იყო უნიჭიერესი შვილებით. ლაგოდეხში ყველას რომ ძალიან უყვარდა. მეც ასე მითხრეს, რომ ნონა გაზით გაიგუდა“,- გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
მისივე თქმით, მშობლებს გოგონების გარდა ერთი უმცროსი, შვილი (ბიჭი) ჰყავთ.